უცხოეთი
„დღეს უფლებამოსილი ვარ შეგატყობინოთ შემდეგი: რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართვა. ციტირებას ვახდენ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება. როგორც უკრაინის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ვაცხადებ: მაიდანზე განვითარებულ მოვლენებსა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას კიევში შედეგად მოჰყვა ის, რომ უკრაინა სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა. ქვეყანაში ქაოსი და ანარქია სუფევს. ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ყირიმში, საფრთხის ქვეშაა. დასავლეთის ქვეყნების ზეგავლენით ხორციელდება აშკარა ტერორი და ძალადობა. ადამიანებს პოლიტიკური და ენობრივი ნიშნით დევნიან“, - განაცხადა ჩურკინმა.
„ამასთან დაკავშირებით მივმართავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თხოვნით, გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კანონიერების, მშვიდობის, წესრიგის, სტაბილურობის აღსადგენად და უკრაინის მოსახლეობის დასაცავად. ვიქტორ იანუკოვიჩი, 1 მარტი, 2014 წელი“. - ნათქვამია იანუკოვიჩის მიმართვაში.