სამართალი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში წუხელ პოლიციამ 40 წლამდე ასაკის მამაკაცის გვამი იპოვა. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება თვითმკვლელობას. სამართალდამცველები ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მიმდინარეობს მოკვლელვა და გარდაცვლილის ვინაობის დადგენა.