საზოგადოება
მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს მუქარას რფ-ის მისამართით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მხრიდან უკრაინასა და ყირიმში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით

ugroza-saz-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გასულ კვირას, 2 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ კერიმ ტელეარხების NBC-ს და CBS-ს ეთერში განაცხადა, რომ აშშ და რიგი სხვა ქვეყნები “მზად არიან საერთაშორისო არენაზე რუსეთის სრული იზოლაციისთვის” უკრაინის სიტუაციის გამო. თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება G7-ის ქვეყნების მიერ (კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ) სოჭში “რვიანის” სამიტისთვის მზადების შეწყვეტის შესახებ.

“მიუღებლად მიგვაჩნია მუქარა რუსეთის მიმართ, რომელიც უკრაინასა და ყირიმში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საჯარო განცხადებების სერიაში ჟღერდა. სახელმწიფო მდივანმა თავი არ შეიწუხა გარკვეულიყო რთულ პროცესებში, რომლებიც უკრაინულ საზოგადოებაში ხდება, და ობიექტურად შეეფასებინა ვითარება, რომელიც დეგრადირებას განაგრძობს კიევში ხელისუფლების რადიკალ-ექსტრემისტების მიერ ხელში ჩაგდების შემდეგ, ის ოპერირებს “ცივი ომის” შტამპებით და მოითხოვს დაისაჯონ არა ისინი, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, არამედ რუსეთის ფედერაცია”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში.