სამართალი
საღამო ხანი იყო, მერკელს საქმე არაფერი ჰქონდა, ობამას დაურეკა და უთხრა, რომ პუტინმა რეალობასთან კავშირი დაკარგა...

delo-samart-2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. გასულ კვირას, 2 მარტს, საღამოს, ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის შედეგად, როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ლიდერი წინასწარ დათანხმდა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებას და ეუთოს მისიის დაშვებას.

თითქოსდა ყველაფერი კარგად გამოვიდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან ამ საუბრის შემდეგ მალევე გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაურეკა და აუწყა,რომ რუსეთის პრეზიდენტმა “რეალობასთან კავშირი” დაკარგა, - საკუთარ კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გაზეთი The New York Times.

გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტს აცნობა, რომ “ის დარწმუნებული არ არის, შეინარჩუნა თუ არა ბატონმა პუტინმა კავშირი რეალობასთან, ის სხვა სამყაროში იმყოფება”, - აზუსტებს გამოცემა.