აქტუალური
"აქსისი" ბინებს აძვირებს

axisახალი წლიდან სამშენებლო კომპანიებმა დაბალფასიან სეგმენტზე გათვლილი ბინების ფასის გაზარდა გადაწყვიტეს. მსგავს განცხადებას კიდევ ერთ უმსხვილეს დეველოპერ "აქსისში" აკეთებენ. მიზეზად კომპანიაში სამშენებლო მასალების გაძვირებას ასახელებენ, თუმცა ამ თემაზე დეტალურად საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

დღეისთვის "აქსისის" ბინებში ერთი კვადრატული მეტრი ფართის ფასი 720-დან 1600 დოლარამდე მერყეობს. ფასები კი, ძირითადად, საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.