სამართალი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ ტენიუხმა და საქართველო თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეფონით უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან.