უცხოეთი
ვიქტორ იანუკოვიჩი დონის როსტოვში ჩავიდა
yanukovichსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა, გამანადგურებლების თანხლებით დონის როსტოვის სამხედრო აეროდრომზე 27 თებერვალს დაეშვა. 
სავარაუდოდ, იგი როსტოვში, ერთ-ერთ კერძო რეზიდენციაში გაჩერდა. ამ მომენტისათვის იანუკოვიჩის ადგილსამყოიფელი უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთში პოდმოსკოვიეში იმყოფებოდა, თუმცა ეს დაუდასტურებელი ცნობაა.
იანუკოვიჩს თავი უკრაინის ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად მიაჩნია. ამასთან 22 თებერვალს უმაღლესმა რადამ იგი სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენა.
პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება კი ალექსანდრ ტურჩინოვს დაევალა.