საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემცირების შემდეგ, მეტროსა და ავტობუსების მგზავრობის საფასურის გაორმაგებას გეგმავს და მგზვრობა 80 თეთრი გახდება. ანონიმური წყაროსგან ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ მერიის გაუქმებული ყვითელი ავტობუსები თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, მწვანედ შეღებეს და ჯარისკაცების გადსაყვანად გამოიყენება.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად მერიის ტარნსპორტის საქალაქო სამსახურში დავრეკეთ. პრესსსამსახურის უფროსმა ნათიამ (გვარი არ გაგვიმხილა და გვითხრა, მარტო პრესსამსახური დაწერეთო) აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, მერიაში მგზავრობის საფასურის გაორმაგება არ იგეგმება.
„ამ ეტაპზე მერიაში ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება. არც მეტროთი და არც ავტობუსით მგზავრობის საფასურის გაორმაგება არ იგეგმება“,– განუცხადა საქინფორმს პრესსამსახურის უფროსმა.
რაც შეეხება ყვითელი ავტობუსების თვადაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, ამ საკითხზე პრესსამსახურის უფროსი კომენტარს არ აკეთებს.
„ეს ინფორმაცია პირველად თქვენგან მესმის. აღნიშნულზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე როგორც ვიცი, არის მერიის ავტობუსების პარკი და იქ დგას მოხსნილი ავტობუსები,“– გვითხრა ნათიამ.
მიუხედავად ამისა, მოსახლეობა შიშობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და უახლოეს ხანში თბილისის მერი პრესკონფერენციას გამართავს და ბედნიერი სახით გვაუწყებს მგზავრობის საფასურის გაორმაგების შესახებ.