საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანელ კოლეგას შეხვდა

alasania-afgan-saz-2საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს შტაბბინაში ავღანელ კოლეგას ბისმილა ხან მუჰამადს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთის  საერთაშორისო მისიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პოსტ-ISAF-ის  ახალი ოპერაციის დეტალები განიხილეს.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. უახლოეს პერიოდში ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებენ.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ავღანეთს და მის მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის გააგრძელოს მათი მხარდაჭერა, რადგან, ჩვენ, ისევე როგორც ავღანეთმა, გავიარეთ საბჭოთა ოკუპაცია, სამოქალაქო ომი და დღეს ძლიერად დავდექით ფეხზე. რეფორმები, რომლებიც საქართველოში განხორციელდა, მათთვის ძალიან საინტერესოა. ამიტომ ჩვენ თავდაცვის რეფორმირების კუთხით მათ ამ გამოცდილებას გადავცემთ. აქედან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში ჩვენ უკვე გავაფორმებთ ორმხრივ შეთანხმებასაც“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანიამ ავღანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართა.