რედაქტორისგან
საქინფორმის ექსკლუზივი: რადიოაქტიური ნარჩენები სირიიდან უკრაინაში საქართველოს გავლით ტრანზიტით ჩავა?!

radioakt-pol-1საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 27 თებერვალს, წყარომ, რომელიც, მისი მტკიცებით, შვეიცარიაში - ციურიხში იმყოფება და მკითხველთა აუდიტორიისთვის ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, საქინფორმს აუწყა, რომ ერთ იტალიურ საზღვაო პორტში - კუნძულ სარდინიაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს, დასაწყობებულია რადიოაქტიური ნარჩენები სირიიდან. თუმცა ეს დანიშნულების საბოლოო პუნქტი არ არის - სატრანზიტო ტვირთი უკრაინაში გადაიგზავნება, როგორც კი სახელმწიფოში ხელისუფლებაში ე.წ. უკრაინული ოპოზიცია მივა.

რადგანაც სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა იმყოფება, საქინფორმი შიშობს, რომ სახიფათო ტვირთი უკრაინაში ტრანზიტით საქართველოს გავლით ჩავა შემდეგი მარშრუტით: კუნძული სარდინია - ფოთის პორტი - პორტი ილიჩოვსკი.

საქინფორმის რედაქცია მის ხელთ არსებული კომპეტენტური არხებით ეცდება შეამოწმოს ესოდენ კონფიდენციალური ინფორმაცია და მკითხველს არა უგვიანეს ორშაბათისა შეატყობინოს, თუმცა მას დღეს აქვეყნებს მნიშვნელობიდან გამომდინარე და შესაძლო პრევენციის მიზნით.