თავის შესავალ სიტყვაში კავკასიური კვლევების სექტორის ხელმძღვანელმა იანა ამელინამ ილაპარაკა იმ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომლებიც დღეს ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება მის მოხსენებაში დაეთმო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების სათავეში ნაციონალისტების მოსვლასთან დაკავშირებით.
მოხსენებით - „ევრაზიული ინტეგრაციის პერპექტივები და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლის სუბიექტობა“ გამოვიდა სამხრეთ ოსეთის პოლიტოლოგი ალან კოჩიევი. „სამხრეთ ოსეთი ევრაზიის კავშირში დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი. მოცემულ მომენტში ლაპარაკი არაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების საბაჟო კავშირში გაწევრებაზე.აღსანიშნავია, რომ მასში შემავალმა სახელმწიფოებმა ჩვენი დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ. ეს ინტეგრაციის პროცესებში პირველი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კოჩიევმა.