აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

kersitan-Sexvedraსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერიმ და ღარიბაშვილმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარული სხდომა გახსნეს.

მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებასპირველ რიგში, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართულება და .. ბორდერიზაციისსაზღვრის გავლების მიმართულებით ხელშეწყობა, ასევე გამოვთქვით საქართველოს ეკონომიკური რეფორმის ხელშეწყობისთვის მხადყოფნა, ინვესტიციების, ვაჭრობის გაძლიერების, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ევროკავშირთან ინტეგრაციასაც“, - განაცხადა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე.

„საქართველო ამერიკას აღიქვამს, როგორც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს და მინდა უსაფრთხოების, ტერიტორიული ერთიანობის და სხვა მიმართულებით თქვენი მუდმივი მზადყოფნისა და დახმარებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს ძლიერი სტიმული გახლავთ ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ დემოკრატიის გაძლიერება“, - განაცხადა თავის მხრივ საქართველოს პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოც ამერიკის გვერდით დგას.