პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვდა

amerikeli-biznesenebi-pol-2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოში მიიწვია. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის მაღალი დონის პოლიტიკური პარტნიორობა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს აუცილებლად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობაზე, შესაბამისად, მეტი ყურადღება დაეთმობა ინვესტიციებს და სავაჭრო ურთიერთობას.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველო, ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს გარდა, ბიზნესმენებს სთავაზობს: რეგიონში საუკეთესო საჯარო სერვისებს, მარტივ საგადასახადო სისტემას და სწრაფად განვითარებად ინფრასტრუქტურას, საკუთრების და საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე თავისუფალ წვდომას, ეფექტიან ფინანსურ სისტემას, გამჭვირვალე საკანონმდებლო გარემოს და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოში საგანგებო მიღებაც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს სახელით გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრო.

amerikeli-biznesmenebi-pol-