პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი კონგრესის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსს შეხვდა

nensiსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონგრესის უმცირესობის ლიდერს, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერს ნენსი პელოსს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მომავალშიც მხარს დაუჭერს.

ასევე, განხილული იყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის ცალკეული ასპექტები, გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისა და ნატოს სამიტის გათვალისწინებით, საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა კონგრესმენებს: ტედ დოიჩს, ელიოტ ენგელს, ედ როის, ნიტა ლოუის. უილიამ კიტინგს, დავინ ნუნიეს და მაიკლ ტერნერს.

საქართველოს  ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, კონგრესმენ ტედ პოსა და კონგრესმენ უილიამ კიტინგის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

"საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია" - ასე ჰქვია რეზოლუციას, რომლის ინიცირებაც აღნიშნულ პრესკონფერენციაზე მოხდა და რომელიც 2014 წლის ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას გულისხმობს.

eliot-da-ed-1 kiting-2
nita-3 nunie-4
ted-5 terneri-6