საზოგადოება
ჯანდაცვის სფეროში არსებულ კორუფციას მინისტრიც ადასტურებს

korufciaფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ჯანდაცვის სფეროში არსებული კორუფციული პროგრამების შესახებ აკეთებს განცხადებას. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: „კორუფციის წილი დაგვრჩა ჯანდაცვაში და ვაპირებთ, ამას მივხედოთ.

ძალიან ბევრი საფინანსო დანაშაულებები სწორედ ამ სექტორშია, რომელსაც მალე მიეხედება. ბიუჯეტიდან გამოყოფილი თითოეული ლარი ავადმყოფს და მის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. მას შემდეგ, რაც ამ სექტორში წესრიგი დამყარდება, შეიძლება ამ სფეროში საბიუჯეტო თანხების ზრდაზეც ვისაუბროთ“.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტის სრული პარამეტრები ამ დრომდე არ არსებობს, რადგან ჯანდაცვის მინისტრმა სანდრო ურუშაძემ საქმეში გასარკვევად გარკვეული დრო ითხოვა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს სრული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.