საზოგადოება
ბანკი გაზეთს ომს უცხადებს?! “საქინფორმი“ „ასავალ-დასავალს“ სოლიდარობას უცხადებს

sazogad-1-analit-1-A1-mtavaსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 21 თებერვალს თიბისი ბანკმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაზეთასავალ-დასავალის და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის, მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.
მოსარჩელე მოითხოვს ასავალ-დასავალის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით 160 000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც, ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეს მოხმარდება.
აგრეთვე თიბისი ბანკმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევისას, მოითხოვს ამ ინფორმაციის გამავრცელებელი გაზეთის დღის ტირაჟის სრულ ამონაგებს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

 თიბისი ბანკი არ აპირებსასავალ-დასავალისთითოეულ ცილისწამებაზე პასუხის გაცემას. უბრალოდ გვსურს შევახსენოთ ამ გაზეთს, რომ ყოველ ახალ ცილისწამებაზე ბანკი ახალ სარჩელს შეიტანს მის წინააღმდეგ და ახალი ფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვს“, - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.

 „თიბისი ბანკს“ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ თავის საიტზე და Facebook-ის გვერდზე შემდეგი  განცხადებით უპასუხა:

sazogad-1-analit-1-A1-qvemo