სამართალი
პუტინმა რიგი ჯარების ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელად შემოწმება ბრძანა

prikazal-samart-3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. უმაღლესმა მთავარსარდალმა. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს თავდაცვის სამინისტროს დაავალა, დასავლეთი და ცენტრალური ოლქების ჯარებისა და ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება ჩაეტარებინათ, - იუწყება დღეს რფ-ის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სერგეი შოიგუ.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დღეს 14.00-ზე მოულოდნელად განგაში გამოცხადდა დასავლეთ სამხედრო ოლქის ჯარებში, აგრეთვე მის ტერიტორიაზე განლაგებულ შენაერთებსა და საჯარისო ნაწილებში, ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 არმიაში, საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ხელმძღვანელობაში, საჰაერო-სადესანტო ძალებში, შორეულ და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციაში", - თქვა შოიგუმ თავდაცვის სამინისტროში გამართულ თათბირზე.

მისი თქმით პუტინმა დაავალა შეემოწმებინა ჯარების მზადყოფნა მოქმედებისათვის კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტის დროს, რომლებიც სახიფათოა ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებისათვის.