უცხოეთი
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს რეკომენდაცია მისცა, იანუკოვიჩის სახსრების გადინებას თვალყური ადევნონ: მიადევნეს კი თვალი საქართველოში აშშ-ში სააკაშვილის სახსრების გადინებას?!

minfin-zar-3საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ამერიკის ბანკებს რეკომენდაცია მისცა, ყურადღებით ადევნონ თვალი ფულს, რომლის ქვეყნიდან გატანაც შესაძლოა უკრაინის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა. ამის შესახებ ნათქვმია ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

უწყებამ შეახსენა აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს მათი პასუხისმგებლობის თაობაზე „გონივრულ, რისკების გათვალისწინებით, გადადგმულ ნაბიჯებზე ვიქტორ იანუკოვიჩსა და სხვა კიევიდან გამგზავრებულ ანდა გადამდგარ  მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული აქტივების პოტენციურად საეჭვო მოძრაობის მიმართ“.

აშშ-ის ბანკები ვალდებული არიან ჩაატარონ „უცხოეთის დიდი პოლიტიკური ფიგურების“ პირადი და, აგრეთვე, უცხოელი პოლიტიკოსების „სასარგებლოდ“ გახსნილი ანგარიშების გულდასმით შემოწმება. ამასთან, საფინანსო დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ ტრანზაქციები, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს უკანონოდ დასაკუთრებულ სახელმწიფო აქტივებთან, მექრთამეობით ანდა სხვა კორუფციული საქმიანობით მიღებულ შემოსავლებთან.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს უმაღლესმა რადამ, რომელმაც ევრომაიდანის აქტივისტთა მოთხოვნები დააკმაყოფილა,  ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა. საელმწიფოს მეთაურმა რადას გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და უარი განაცხადა პოსტის დატოვებაზე. 23-დან 24 თებერვლის ღამეს კი იგი გაუჩინარდა. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ მოიპოვება.

უკრაინის შსს-ს ხელმძღვანელმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა. კიევის პეჩორის სარაიონო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება ჩამოგდებული პრეზიდენტის დაკავების თაობაზე, რომელიც განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

მედიის მონაცეებით, 23 თებერვლის ღამეს იანუკოვიჩმა ორჯერ სცადა ქვეყნიდან გასვლა ხარკოვისა და დონეცკის აეროპორტებიდან, მაგრამ ემსაზღვრეებმა ფრენები აკრძალეს. მეორე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი ყირიმში იმყოფებოდა. 24 თებერვლის ღამეს ფრაქცია „უდარ“-ის დეპუტატმა ვლადიმერ კურენნოიმ განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ავტონომიის ტერიტორიაზე დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.