უცხოეთი
„აშშ ატყუებდა მთელ უნგრულ თანამეგობრობას და დანარჩენ შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ ბრიუსელს თავისუფალი და დიდებული ცხოვრება მოაქვს. თავისუფლება ნიშნავს, რომ „თავისუფლად“ შეიძლება აკეთო ის, რის ნებასაც აშშ გრთავს“

vengria-zar-1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. უნგრეთის პარლამენტის რიცხოვნობით მეორე ფრაქციის ხელმძღვანელი, პარტია „იობიკის“ („უკეთესი უნგრეთისათვის“) ლიდერი, ევროპარლამენტში წარმოდგენილი გაბორ ვონა: „ახლა დასავლეთი აღმოსავლეთს ნთქავს. რა როლი აქვს ამაში რუსეთის ფედერაციას? ჩემთვის, ჩემი პარტიისათვის, ჩვენთვის, რუსეთი ევროპის მოწინააღმდეგე არ არის, როგორც ეს ბევრს მიაჩნია დასავლეთში. რუსეთი ევროპის ბოლო შანსია. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ევროკავშირში გაწევრებისკენ სწრაფვა - არ ღირს იმ გემზე ასვლა, რომელიც იძირება. ეს არავის მოუტანს სარგებლობას. აუცილებელია, რომ რუსეთი, თავისი ტრადიციების ხარჯზე, ევროპის ამერიკანიზაციის საპირწონედ იქცეს. თქვენი პასუხისმგებლობის ცნების გაფართოებისთვის გეტყვით - თქვენ უნდა გადაარჩინოთ ევროპა. თქვენ ამის უნარი შეგწევთ როგორც სულიერ და კულტურულ, ისე ეკონომიკურსა და პოლიტიკურ დონეებზეც.

გამოდის, რომ რუსეთი ევროპას ისე არ უნდა მოექცეს, როგორც ახლა მას აშშ ექცევა. ანუ მისი კოლონიზაცია კი არ მოახდინოს, არამედ იპოვოს მასში მოკავშირე, რომელიც აშშ-ის გლობალური ბატონობის წინააღმდეგი იქნება. ამ მოკავშირეებთან ერთად რუსეთი შეძლებს ახალი ევროპის აშენებას, რომლის შემადგენლობაში თავადაც შევა. შუა და აღმოსავლეთ ევროპისათვის, სადაც ჩემი ქვეყანა უნგრეთიც მდებარეობს, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენთვის ევროკავშირი მარტო ჩიხი როდია. ამ თანამეგობრობის ფარგლებში ჩვენ ყველაზე ცუდი მდგომარეობა გვაქვს - ჩვენი კოლონიზაცია მოახდინეს. აშშ ატყუებდა მთელ უნგრულ თანამეგობრობას და დანარჩენ შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ ბრიუსელს თავისუფალი და დიდებული ცხოვრება მოაქვს. თავისუფლება ნიშნავს, რომ „თავისუფლად“ შეიძლება აკეთო ის, რის ნებასაც აშშ გრთავს. უმუშევრობით უნგრეთს წინ უსწრებს მხოლოდ საბერძნეთი. ეს არცთუ კარგი რეზულტატია“.