აქტუალური
ყირიმში რუსეთის ГРУ-ს სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნეს

krim-akt-2საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის დასაცავად ტოლიატიდან (რუსეთი) ყირიმში რუსეთის ГРУ-ს სპეცდანიშნულების ცალკეული ბრიგადა მიავლინეს. ძალოვანები უკრაინაში ვითარების სრულ სტაბილიზაციამდე იმსახურებენ. 73online-ს მონაცემებით, უკვე დღესვე მათ შესაძლოა შეუერთდნენ კოლეგები ულიანოვსკიდან - ისინი მივლინებისთვის ემზადებიან და გამგზავრების ბრძანებას ელოდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, მედესანტეები ვოლგისპირა ქალაქიდან ვითომდა ნახევარკუნძულზე წესრიგის შენარჩუნებაში დაეხმარებიან ქვეყანაში არსებული არასტაბილური, დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო. ამ დროს კი, BlackSeanews-ის მონაცემებით, რფ-ის შავი ზღვის ფლოტის ესკადრამ, რომელიც სოჭიდან 25 თებერვალს დაბრუნდა, 11 ათასი შეიარაღებული მედესანტე სევასტოპოლში ჩაიყვანა. შეიარაღებული მებრძოლებით სავსე ორი სამხედრო ავტომობილი “ურალი” გუშინ იალტაშიც შენიშნეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.