საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. როგორც “კომერსანტი” ამერიკის საელჩოში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე კანდიდატურების რიცხვში უკრაინაში აშშ-ის სამი ყოფილი ელჩია: ჯონ ტეფტი, სტივენ პაიფერი და კარლოს პასკუალი, აგრეთვე ბირთვული უსაფრთხოების და განიარაღების პრობლემების ექსპერტი როუზ გეტემიულერი.
როგორც საქინფორმი ადრე იუწყებოდა, რუსეთში აშშ-ის ახლანდელმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა გადადგომის შესახებ თებერვლის დასაწყისში განაცხადა. ის რუსეთს 26 თებერვალს დატოვებს და აშშ-ში დაბრუნდება, სადაც სტანფორდის უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობით დაკავდება. თავისი გადადგომა მაკფოლმა ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილით ახსნა.
როგორც ცნობილია, ჯონ ტეფტი, კიევში მუშაობის გარდა, აშშ-ის ელჩი იყო ლიტვასა და საქართველოში, ხოლო 1990-იანის შუა წლებში - ელჩის პირველი მოადგილე რუსეთში. 1985 წელს ის СНВ-ის შესახებ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.აშშ-ის სახდეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ელჩის შეცვლა რუსეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს. დიპლომატიური მისიის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს.
http://top.rbc.ru/politics/26/02/2014/907191.shtml