აქტუალური
შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან

sagareo-akt-1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებით და ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ.

სენატორებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც მოისმინეს და დაინტერესდნენ, როგორ ხედავს ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2014 წლის შემოდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ქართული დელეგაციიდან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენებს: ადამ კინზინგერს, სტენი ჰოიერსა და სენატორ ტედ პოს შეხვდა.

sagareo-2-akt-1