საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
სენატორმა მაკკეინმა საქართველოს ხელისუფლებას ISAF-ის მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა 2014 წელს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხში.სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაციის პროცესით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ აშშ გამყოფი ბარიერების აგებას გმობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებს.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის
ფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნულ სასაფლაოზე გენერალი ჯეფრი ბუჩანანი მიესალმა. ცერემონიაში 330 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპატივცემულოდ საზეიმო ზალპი 19-ჯერ გაისროლეს. შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნები.