საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში დღეს სიტყვითაც გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხელისუფლებას ეხმარება, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და სამართლიანობა რეგიონში, განსაკუთრებით იმ საგარეო საფრთხის და ზეწოლის გათვალისწინებით, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.პრემიერმა იმ რეფორმებზე ილაპარაკა, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დემოკრატიის განმტკიცების მიზნით განახორციელა, მათ შორის კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების გაუმჯობესების, სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემის, ასევე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით.
ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად მიღება და სამუშაო სადილი გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა WASHINGTON TIMES-ს, Foreign Policy-ს, NY POST-სა და სააგენტო Reuters-ს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე პრეზიდენტთან - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. ინტერვიუს სააგენტო Reuters დღეს გაავრცელებს.