პოლიტიკა
ეს - სიყვარულია?! რას ნიშნავს მაია ფანჯიკიძის და ჯონ მაკკეინის ჩახუტება?

fanji-mt-pol-1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის და სენატორ ჯონ მაკკეინის აშკარად არაპროტოკოლურმა ჩახუტებამ შეხვედრების და დამშვიდობების დროს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ეს თვალში საცემი იყო მათი ამასწინანდელი ბოლო შეხვედრის დროსაც (იხ. ფოტო №1).

და აი გუშინ, 25 თებერვალს, ქართული დელეგაციის და მისი  ხელმძღვანელის პრემიერი ღარიბაშვილის  იქ ყოფნის მიუხედავად, რომელიც იძულებული გახდა, თვალი აერიდებინა (იხ. ფოტო 2, 3, 4, 5, 6), ეს განმეორდა, რაც ყოველგვარ შემთხვევითობას გამორიცხავს.

განსაკუთრებით გაგვაკვირვა ქალბატონი მაიას ჟესტმა - როდესაც ის ზურგზე ხელს უსვამს მაკკეინს, რაც ძალიან ახლობელი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი (ვიდეო იხილეთ აქ)

 

რას უნდა ნიშნავდეს ეს? ფანჯიკიძე და მაკკეინი ერთმანეთს რაღაც ღრმად პირადულს უზიარებენ და მას ეცოდება მაკკეინი ვიეტნამში ტყვედ ყოფნის დროს გადატანილი ტანჯვის გამო? ქალბატონი მაია მიანიშნებს უაღრესად თბილ მიღებაზე, რომელსაც მაკკეინს საქართველოში გაუწევენ ქვეყნის ნატოში გაწევრებისთვის ჯილდოდ?

ან იქნებ ყველაფერი ბოროტი ენების მონაჭორია და ეს - უბრალოდ ღრმა გრძნობის დასაწყისია? “მერე რა, რომ ზამთარია”, მერე რა, რომ პროტოკოლია - განა ისინი ადამიანები არ არიან და სიყვარულის უფლება არ აქვთ?!

fanji-1 fanji-2
fanji-3 fanji-4
fanji-5 fanji-6
fanji-7 fanji-8