უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი: „უკრაინაში ხელისუფლების რიგი ორგანოების ლეგიტიმურობა დიდ ეჭვებს იწვევს. რუსეთი მზადაა უკრაინასთან თანაშრომლობის აღსადგენად, როცა იქ კონსტიტუციაზე დამყარებული თანამედროვე ხელისუფლება ჩამოყალიბდება“

medvedev-zar-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა ზოგიერთი ქვეყნის მიერ უკრაინაში შექმნილი ხელისუფლების ახალი ორგანოების აღიარებას „ცნობიერების აბერაცია“ უწოდა. „უკრაინაში ხელისუფლების რიგი ორგანოების ლეგიტიმურობა დიდ ეჭვებს იწვევს. რუსეთი მზადაა უკრაინასთან თანაშრომლობის აღსადგენად, როცა იქ კონსტიტუციაზე დამყარებული თანამედროვე ხელისუფლება ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი მედვედევმა ასევე განმარტა კიევიდან რუსეთის ელჩის გაწვევა: „ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რა ხდება უკრაინაში და რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანრთელობისთვის საფრთხის შექმნაზე მეტყველებს“. ამასთან, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია უკრაინის ექს-პრემიერი ნიკოლაი აზაროვის უკრაინიდან რუსეთში გამგზავრების შესახებ, თუმცაღა, მისი განცხადებით, ყველას აქვს უფლება, სადაც უნდა, იქ იცხოვროს.