პოლიტიკა
საქინფორმი ძალიან მალე გაახსენებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მის სიტყვებს: “რუსეთი ბევრ პროვოკაციას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე!”

maia-polit-3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლები საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან კომენტარებში გამუდმებით მიუთითებს საფრთხეზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

“პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში, რადგან ეს იოლს ხდის საქართველოს თემაზე საუბარს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხვა კონტექსტში. ჩვენ დღევანდელი ამბები მოვუყევით ამერიკულ მხარეს. ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის მეორე დღესვე და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ამას ველოდით გარკვეულწილად, რადგან ის 11 კმ-იანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა შეიქმნა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, სავარაუდოდ, შეიძლება აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს, რადგანაც დღევანდელმა მოვლენებმა ჩვენ კიდევ უფრო გაგვიღრმავა ის ეჭვი, რომ რუსეთი ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. აშშ-ის ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ხაზგასმით ითქვა ამ შეხვედრაზე“, - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ დღეს დილით სააკაშვილის ტელეარხ “რუსთავი 2”-ს ვაშინგტონში.

საქინფორმი ეთანხმება მაია ფანჯიკიძეს - პროვოკაციები მართლაც იქნება, თანაც ძალიან მალე, ოღონდ არა რუსეთის მხრიდან: მათ ამზადებენ ხულიგნები სააკაშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონიდან” და მისი პარტია “ნაციონალისტური მოძრაობა”, რისი მტკიცებულებებიც საქინფორმს აქვს

საქინფორმი ქალბატონ ფანჯიკიძეს მის სიტყვებს ახლო მომავალში შეახსენებს, როდესაც ნაციონალისტი-ნეოფაშისტები საქართველოში ტრიუმფით დაბრუნებული სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქ “გრძელი დანების ღამეს” მოაწყობენ. იმედი გვაქვს, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და სამოქალაქრ ომის გაჩაღებას ვერ მოახერხებენ, მაგრამ აი ასეთი “სასაცილო” მინისტრები, როგორც ფანჯიკიძეა, იძულებული იქნებიან გადადგნენ, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.