პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: “ხელისუფლება ძალიან აფასებს, რომ აშშ გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ გამყოფი ბარიერების აგებას” - საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა, შეხვედრას ბარაკ ობამა შეუერთდა

Rariba-polit-2-mtavსაქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

პრემიერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი ისეთი დინამიურია, როგორც არასოდეს, 2014 წლის შემოდგომამდე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ხელისუფლება მიესალმება აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება, ასევე ხაზს გაუსვამს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა.

Rariba-polit-2-qvem