აქტუალური
სერბები “ევრომაიდნელებს” აფრთხილებენ: ნაადრევად გიხარიათ...

serbebi-aqtual-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელიც სერბეთის ფეხბურთის გუნდების “ცრვენა ზვეზდას” და “იავორის” მატჩზეა გადაღებული. სერბებმა უკრაინელებს გაფრთხილებით მიმართეს. სერბმა გულშემატკივრებმა რამდენიმე ტრანსპარანტი გაშალეს, რომლებზეც ეწერა:

“უკრაინელო ძმებო, სანამ თქვენ მართლმადიდებელ სისხლს ღვრით, ეშმაკები დასავლეთში ქირქილებენ და ხელებს იფშვნეტენ. იფიქრეთ ამაზე”.

აი რა თქვა ამასთან დაკავშირებით დრაგან სტანოევიჩმა: “სერბ გულშემატკივრებს ამ მოწოდებით სურთ გააფრთხილონ უკრაინელი ხალხი. ჩვენ, სერბებმა ხომ უკვე გავიარეთ ამ ეკლებში, როდესაც ჩვენმა “რევოლუციამ” გაიმარჯვა და სერბები ეიფორიამ შეიპყრო, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ მოწესრიგდება, ევროპა კი აუცილებლად დაგვეხმარება. შედეგად უკეთესად მხოლოდ ევროპაა, სერბი ხალხისთვის კი ყველაფერი გაუარესდა”, - აღნიშნა მსოფლიო სერბული დიასპორის პრეზიდენტმა.