აქტუალური
სხდომას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების შესაბამისად, თავმჯდომარეობდა სინოდის უხუცესი მუდმივი წევრი, ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტი აგათანგელი.
კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტი ვლადიმირის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარის მოვალეობების შესრულების სამედიცინოდ დადასტურებულ შეუძლებლობასთან დაკავშირებით, რაშიც სინოდის წევრები პირადად დარწმუნდნენ, როდესაც მისი უნეტარესობა საავადმყოფოში მოინახულეს, სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების ნორმების თანახმად, ფარული კენჭისყრით, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად აირჩია ჩერნოვიცისა და ბუკოვინის მიტროპოლიტი ონუფრი.
სხდომის შემდეგ გამართულ სატელეფონო საუბარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა მიტროპოლიტ ონუფრის უფლის შეწევნა უსურვა საპასუხისმგებლო მსახურებაში ეკლესიისათვის მძიმე პერიოდში, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის.