სამართალი
„მცირე უსიამოვნო საუბარი გვქონდა ადგილზე გამომძიებელთან და გარკვეულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. გოგას უკვე ამის შემდეგ, იზოლატორშივე დაეწყო შეტევა, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება, რომელმაც ადგილზე ვერ შეძლო დახმარების გაწევა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო”, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
მოკლე ხანში გაირკვა, რომ ონიანი, გ.ჩაფიძის სახელობის კარდიოლოგიური კლინიკის დასკვნით, სრულიად ჯანმრთელია, რის გამოც იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში დააბრუნეს.