სამართალი
სააკაშვილი უკრაინელ მომიტინგეებს: „ახლა მთავარია პუტინმა არ მოგპაროთ გამარჯვება“

miSa-maidanze-samart-2საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 23 თებერვალს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, მაიდანზე მომიტინგეებს სიტყვით მიმართა. მან უკრაინელი ხალხის თავდადებაზე ილაპარაკა, მიღწეული გამარჯვება მიულოცა და არსებულ რუსულ საფრთხეებზეც გაამახვილა ყურადღება.

თქვენ დაამარცხეთ იმპერია, რომელსაც თავი დაუმარცხებელი ეგონა და შეძელით ის, რაც ვერ შეძლო ევროპამ და ამერიკამ. ახლა მთავარია პუტინმა არ მოგპაროთ თქვენი გამარჯვება, არ შეათრიოს თქვენი პოლიტიკოსები ისევ ბნელ ოთახში და არ მოისყიდოს ისინი თავისი მილიარდებით. ახლა შედეგები უნდა იყოს ბევრად მაგარი, ვიდრე 2004 წლის რევოლუციის შემდეგ. უნდა გატარდეს ისეთი ცვლილებები და რეფორმები, როგორსაც თქვენ იმსახურებთ. ამ თვეების განმავლობაშ თქვენი მტრებიც და კეთილმოსურნეებიც კი გირჩევდნენ, რომ დათანხმებოდით ბოროტებასთან კომპრომისს, მაგრამ თქვენ არავის მოუსმინეთ და მოუსმინეთ მხოლოდ თქვენს საკუთარ გულებს. დღეს ევროპის გული ცემს არა ბრიუსელში ან ბერლინში, არამედ აქ, კიევში, და თქვენ ბედს წყვეტს არა მოსკოვი, არამედ თქვენ თვითონ. თქვენ არაერთხელ გააოცეთ მსოფლიო ბოლო დღეებში და მოდი, კიდევ ერთხელ გააოცეთ იგი: შექმენით წარმატებული უკრაინა. გამარჯოს უკრაინას!“ - განაცხადა მან.