რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რუსეთმა სირიაში და ირანში გაიმარჯვა, მაგრამ უკრაინაში და საქართველოში დამარცხდა - რატომ არის “რბილი გზის ფილოსოფია” მცდარი ნოედან ბიძინამდე

pol-3-Glჩვენ, ქართველები, მივეჩვიეთ ჩვენი “ევროპული ინტელექტით” და “განსაკუთრებული პოლიტიკური ტალანტით” ტრაბახს, მაგრამ არცერთ ჩვენგანს ყურადღება არ მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ 2001 წლიდან დღემდე არასწორად წარმოვთქვამთ სააკაშვილის პარტიის სახელწოდებას “ნაციონალური მოძრაობა”. ქართულად “ნაცია” – “ეროვნებაა”, შესაბამისად, “ნაციონალური” – “ეროვნულია”, მაგრამ საქართველოს ექსპრეზიდენტის პარტიისთვის “ეროვნული მოძრაობის” დასაძახებლად ენა არავის მოუბრუნდება... დიახ, მიშტლერმა შეგნებულად შექმნა არა ეროვნული, ანუ  ქართული, არამედ ნაციონალისტური პარტია, ნაცისტურის მსგავსად. ამიტომ სწორი იქნება მას “ნაციონალისტური მოძრაობა” ვუწოდოთ, რომელიც ყოველთვის უცხო ინტერესების (აშშ) გამტარებელი იყო, რაზეც შემთხვევით როდი მიუთითებს მის ბრენდად ქცეული საარჩევნო ნომერი - ციფრი “5”, ანუ “მე-5 კოლონა”.

ჩვენ, ქართველები, ცხარედ ვმსჯელობდით ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობის პერიპეტიებზე, მაგრამ არცერთი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევდა, რომ უკრაინის ექსპრეზიდენტი იუშჩენკო (სააკაშვილის მეგობარი და მისი ვაჟის ნათლია) ისევე, როგორც სააკაშვილი, უცხოეთის მოქალაქეზე და “ცე-რე-უს“ აგენტზეა დაქორწინებული. იუშჩენკოს ცოლი - კატერინა ჩუმაჩენკო - აშშ-ის მოქალაქე და “ცე-რე-უს“ აგენტი კოდური ფსევდონიმით “მარტა”, ამასთან, უკრაინელი ნაციონალისტების “ნათლიდედაა”. აშშ-ში ის ნეონაცისტური ორგანიზაცია “ნაციონალური ალიანსის” აქტივისტი იყო (იხ. ფოტო №1), მეგობრობდა ბატალიონ “ნახტიგალის” ყოფილ ხელმძღვანელ თეოდორ ობერლენდერთან, რომლის მებრძოლები გერმანული ოკუპაციის დროს აქტიურად მოქმედებდნენ ლვოვში (იხ. ფოტო №2), და აღზარდა უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი, ტერორისტი და ნეოფაშისტი ოლეგ ტიაგნიბოკი, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე ავბედითი ანტისემიტების ათეულში მეხუთე ადგილი უკავია (ეგვიპტელი “ძმები მუსლიმანები შემდეგ). 2010 წელს, კანადაში, დივიზია “გალიჩინას” ვეტერანმა ესესელებმა (ნაცისტური გერმანიის ვაფენ-სს-ის ერთ-ერთი დივიზია მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიც უკრაინელი მოხალისეებისგან იყო შედგენილი) ტიაგნიბოკი დააჯილდოვეს ოქროს ჯვრით “უკრაინის წინაშე დამსახურებისათვის” (იხ. ფოტო 3, 4, 5, 6).

ჩვენ, ქართველებს, დღემდე გვრცხვენია ვაღიაროთ, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოში ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და უწინდებურად ვუწოდებთ ამას “ფერად, ხავერდოვან, ვარდების რევოლუციას”, თუმცა მაშინ რუსთაველის მოედანზე (აი,კიდევ ერთი არაშემთხვევითი დამთხვევა!), მაქსიმუმ, 30 ათასი “რევოლუციონერი” იყო, როგორც დღეს - ევრომაიდანზე. ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, აგრეთვე, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის 22 ნოემბერს, სააკაშვილი არაშემთხვევით დაეხმარა იუშჩენკოს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, რომელსაც “ნარინჯისფერი რევოლუცია” დაარქვეს.

ყველა “ფერადი რევოლუციის” დროს, ისევე როგორც “არაბულის”, რუსეთი ყოველთვის ჩაურევლობის მცდარ რბილ პოლიტიკას ატარებდა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               და მხოლოდ დიდი დაგვიანებით აჩენდა თავს, რის შედეგად ათასობით ადამიანი იღუპებოდა, ხოლო ქვეყნები ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს კარგავდნენ. რუსეთიც აგებდა - მის გარშემო სულ უფრო ვიწროვდებოდა ნატოს წევრი ქვეყნების რკალი, შიგნით კი მორიგი სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა და არ არსებობს გარანტია, რომ მორიგი “ბოლოტნაია” ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდება, როგორც ევრომაიდანი.

რუსეთის ფედერაცია სირიის და ირანის პრობლემებით, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრით გაერთო და გამოეპარა მეორე სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში (2014 წელს, პირველიდან 10 წლის შემდეგ), სათანადოდ არ შეაფასა სააკაშვილი და უკრაინელი ნაციონალისტები, რომელთა ხელში აღმოჩნდა დღეს რუსეთის მიერ უკვე გადარიცხული 2 მილიარდი დოლარი და სხვა საჩუქრები, მაგალითად - შეღავათიანი ფასი რუსულ გაზზე ერთმორწმუნე კიევის რუსეთისთვის. ტერაქტები ვოლგოგრადში სსრკ-ის შექმნის დღეს ყურადღების გადასატანი მანევრი ყოფილა - ნამდვილი ტერაქტი, როგორც აღმოჩნდა, კიევში მზადდებოდა, სადაც გაიმარჯვა ტიაგნიბოკი-კლიჩკო-იაცენიუკის სამეულმა სააკაშვილის (სააკიანის) და ტიმოშენკოს (გრიგიანის) ხელმძღვანელობით, რომლებმაც ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი გააჩაღეს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში უკრაინის დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად გახლეჩით დასრულდება, უარესში კი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული ომით.

გააჩაღა რა უკრაინელი ნაციონალისტების ხელით სამოქალაქო ომი, აშშ-ის არმიამ უკვე მიიღო მიწვევა შევიდეს უკრაინაში, როგორც მშვიდობისმყოფელი,და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები იქნება თუ ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაცია - ორივე შემთხვევაში მათ შემადგენლობაში ქართული სამხედრო კონტინგენტები იქნებიან და ისინი რუსეთის საზღვაო დესანტის პირისპირ აღმოჩნდებიან, რომელიც შავი ზღვის ფლოტის გემებიდან სევასტოპოლის ბაზაზე გადასხდა.

ჩვენ, ქართველებს, უნდა გვესმოდეს, რომ ამის შემდეგ უკრაინაში, ისევე როგორც ერაყსა და ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებს ოკუპანტებად ჩათვლიან აქედან გამომდინარე ყველა გარემოებით. ჰომოსექსუალური ევროპა კი, ისევე როგორც გასული საუკუნის 40-იან წლებში, ისევ უკანალს აათამაშებს - ოღონდაც ფაშისტებმა რუსეთს ავნონ! მანამდე, სანამ რუსეთზე ადრე იმ უკანალზე თვითონ არ მოხვდებათ (გვახსოვდეს ისტორია!), სანამ მათი ევრო მაკულატურად არ გადაიქცევა და როდესაც რუსული გაზის გარეშე გაიყინებიან, რომლის ვენტილს ევროპისგან წაქეზებული უკრაინელი “გმირები” გადაკეტავენ.

ჩვენ, ქართველებს, უნდა გვესმოდეს, რომ აშშ საქართველოს გამოცდილ სააკაშვილს დაუბრუნებს, როგორც უკრაინას დაუბრუნეს ტიმოშენკო, და მისი დაბრუნება ტრიუმფალური იქნება - მთელი გზა აეროპორტიდან ავლაბრის რეზიდენციამდე (რომელიც ახალმა ხელისუფლებამ თითქოს ჯიბრზე ცარიელი დატოვა!) მოფენილი იქნება “მიშა! მიშა!”-ს მოღრიალე ქართველი ნაციონალისტების - რუსოფობების ზომბირებული ბრბოთი, სწორედ იმით, რომელმაც გუშინწინ, 22 თებერვალს, ლოზუნგებით და უკრაინის დროშებით ხელში უსტვინა რუსეთის ჰიმნს “დინამოს” სტადიონზე თბილისში, რუსეთ-საქართველოს მატჩზე რაგბიში.

პრემიერი ღარიბაშვილი და მისი ერთგული მინისტრების სამეული (ჭიკაიძე, კალაძე, ნარმანია) ვერ შეძლებენ “ნაციონალისტური მოძრაობისთვის” წინააღმდეგობის გაწევას (ყველა დანარჩენი თხასავით მიეყიდა აშშ-ს), მით უმეტეს, რომ ათწლიანი “დამსახურებისთვის” უკრაინის წინაშე (2004-დან 2014 წლის ჩათვლით) ტიმოშენკო ნარჩევი ნაძირალების, მაიდნის ყველაზე გაქანებული ჯალათების დესანტს გამოაყოლებს. აი მაშინ ჩვენ, ქართველებს, კარგი შესაძლებლობა გვებნება, რომ ამ უკრაინელი “გმირების მოქმედება შევადაროთ 2008 წლის აგვისტოში რუს “ოკუპანტებს”, რომელთა წყალობით საქართველო არ წალეკეს ჩრდილოკავკასიელმა ბანდიტებმა, რომლებსაც მაშინ ქართული ჯარის რეგულარული ნაწილები სამარცხვინოდ გამოექცნენ!

ჩვენ, ქართველებს, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო ომი საქართველოში გარდაუვალია და მთაწმინდელი მეოცნების - “მოქალაქე” ივანიშვილის უცნაური ოცნება - რომ მის მიერვე შექმნილი “ქართული ოცნება” სამართლიან არჩევნებში დამარცხდეს - აუხდენელი დარჩება, როგორც ყველა დანარჩენი დაპირება, მაგალითად - მითი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ. ვერავითარი შერიგება ქართულ საზოგადოებაში ვერ იქნება, დანაშაულს ლოგიკურად უნდა მოჰყვეს სასჯელი, მაგრამ როცა ამის უზრუნველყოფა ქმედუუნარო და გამყიდველ ხელისუფლებას არ ძალუძს, მას ამხობენ და სახალხო ანგარიშსწორება იწყება. ამ ფილოსოფიურ პარადიგმაზე იფიქრებს საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი ცაში - თავისი თვითმფრინავის სალონში, რომლითაც ისევ ემიგრაციაში, პარიზში გაფრინდება... 

P.S. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში საგანგებოდ დაინიშნა 25 მაისს - რათა მეორე დღეს, 26 მაისს, უკრაინელი ნაციონალისტების გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღინიშნოს. 1918 წლის 26 მაისს ხომ ქართველი ნაციონალისტი, მენშევიკი ნოე ჟორდანია სათავეში ჩაუდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას, რომელმაც ცოტა ხანს გაძლო და ნოე ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, პარიზში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 24 თებერვალი
საქართველო, თბილისი

pol-3-1 pol-3-2
pol-3-3 pol-3-4
pol-3-5 pol-3-6