უცხოეთი
უკრაინის შსს მაიდანზე დატყვევებული სამხედროების გათავისუფლების შესახებ იუწყება
1-mvd-zar-2საქართველო 21, თებერვალი, საქინფორმი. რადიკალებმა გაათავისუფლეს კიევში არეულობებისას დატყვევებული სამხედრო მოსამსახურეები - ამის შესახებ უკრაინის შსს-ს შინაგანი ჯარების ვებგვერდი იუწყება.
„21 თებერვლის ღამეს გათავისუფლებული იქნენ სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც 20 თებერვალს მაიდანზე რადიკალურად განწყობილი პირების თავდასხმისას ტყვედ ჩაცვივდნენ”, - ნათქვამია ცნობაში. როგორ გამწვავდა სიტუაცია უკრაინაში
მასშტაბური არეულობები კიევში სამშაბათს, უმაღლესი რადას სხდომისას განახლდა.

ბოლო მონაცემებით, შეტაკებებისას დაიღუპა 67 ადამიანი, ასობით კი დაზარალდა.
უკრაინის შს მინისტრის, ვიტალი ზახარჩენკოს თქმით, მან ხელი მოაწერა ბრძანებას სამართალდამცავებისათვის საბრძოლო იარაღის გაცემის თაობაზე და მათი გამოყენების ნებართვაზე.
2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნება გულისხმობს უფლებამოსილებების გადანაწილებას პრემიერისა და უმაღლესი რადას სასარგებლოდ, ახლა პრეზიდენტი პრემიერის კანდიდატურას რადაზე დასამტკიცებლად შეთანხმების გარეშე წამოაყენებს და თავისი განკარგულებებით ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებსა და საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს.
2004 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერის კანდიდატურას პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობა სთავაზობს და იგი ვალდებულია ეს კანდიდატურა რადაზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს. ასევე რადა ამტკიცევს მინისტრებს პრემიერის წარდგინებით.