საზოგადოება
ახლადრეაბილიტირებული გზა გურჯაანში უკვე დაზიანდა

gzaaaროგორც საქინფორმს აცნობეს, გურჯაანში, ყველაწმიდის მონასტერთან მისასვლელი გზა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით 4 თვის წინათ დასრულდა, უკვე დაზიანდა. სოფელ გურჯაანის მცხოვრებლების თქმით, დაზიანებების მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება.

მათივე თქმით, გზის რეაბილიტაციის დამთავრებას 2010 წლის 30 მაისის არჩევნებამდე ცდილობდნენ, რის გამოც სამუშაოები უხარისხოდ შეასრულეს. „გზა არასწორად არის დაპროექტებული. წვიმების დროს სანიაღვრე არხებიდან წყალი პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში გვივარდება და იტბორება ეზოც და სახლიც. ამ საკითხზე, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სამუშაოები მიმდინარეობდა, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქციეს“, - აღნიშნეს სოფელ გურჯაანის მცხოვრებლებმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ახლადრეაბილიტირებული გზის დაზიანების შესახებ მისთვის ცნობილია და გამგეობა აპირებს, დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას წერილობით მიმართოს.