სამართალი
ვიზიტის მიზანია საქართველოს დელეგაციის წევრებისათვის აშშ-ის სანაპირო დაცვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის, კერძოდ, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ტექნიკური მომსახურების დაგეგმარების და მათი ტექნიკური მზადყოფნის შენარჩუნების პროცესების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში 24 თებერვალს სანაპირო დაცვის ბალტიმორის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში (SFCL) პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მცირე ზომის კატარღების წარმოების პროცესს გაეცნობიან. 26 თებერვალს სანაპირო დაცვის ბოსტონის ბაზაზე, სანაპირო დაცვის საზღვაო-საინჟინრო დეპარტამენტში სარემონტო მომსახურების დაგეგმვის თემაზე ბრიფინგი ჩატარდება. 27 თებერვალს კი მაიამის ბაზაზე, წყალზედა ძალების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 28 თებერვალს დასრულდება.