საზოგადოება
ქართული ჯარი აფრიკაში მიემგზავრება!

1-afrika-saz-3საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის თხოვნით  პარლამენტს  მთავრობის გადაწყვეტილებას წარუდგენს.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოახსენა  მთავრობის გადაწყვეტილება ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის ჩართვის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა თხოვნით,  კონსტიტუციით დადგენილი წესის თანახმად მოახდინოს აღნიშნული საკითხის ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე.