პოლიტიკა
საქინფორმი: “დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიშტლერ სააკაშვილია!”

1-miStler-pol-1საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, 21-ე საუკუნეში, აღმოსავლეთ ევროპის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაში 46-მილიონიანი მოსახლეობით და 604 კვ.კმ ფართობით, ისევ ფაშიზმი იმარჯვებს. ფაშიზმი არც ამერიკაში დაბადებულა და არც რუსეთში, ის ევროპაში დაიბადა - იტალიაში 1922 წელს და გერმანიაში 1933 წელს. და დღეს, 2014 წელს, იგივე ევროპა უკრაინაში ფაშიზმის გამარჯვებას უწყობს ხელს. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ - გერმანიამ, საფრანგეთმა, აგრეთვე სსრკ-ს და ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების განდგომილებმა - ე.წ. ახალი ევროპის ქვეყნებმა - ისტორია დაივიწყეს და, როგორც 1941 წელს, რუსეთის ყავისფერ ჭირში ჩახრჩობა უნდათ.

 ჰომოსექსუალიზმში, ნარკოტიკებსა და ინცესტში ჩაფლულ ევროპელებს არ ესმით, რომ ფაშიზმის გამარჯვება საბოლოოდ დაღუპავს ევროს და ევროკავშირს, რაც დოლარის და აშშ-ს უზარმაზარ გამარჯვებად იქცევა! ევროკავშირს გაკოტრებისგან მხოლოდ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან და რუსეთის მოკავშირესთან - ჩინეთთან ინტეგრაცია გადაარჩენს, რაც დღეს აშშ-მ დაბლოკა! ამიტომ დღეს ამერიკა უკრაინაში სისხლიან სასაკლაოს მართავს და პუტინს ადანაშაულებს, რათა ის რუსეთს მოსწყვიტოს - უკრაინა რუსეთთან, ბელორუსიასთან და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად ხომ უძლეველია! ამიტომაც ჩაახრჩვეს უკრაინა სისხლში ევროპულ კავშირში შესვლაზე უარის თქმის გამო, სადაც დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო მიისწრაფვის.

გუშინ, როდესაც უკრაინელი ფაშისტების მიერ “ევრომაიდანზე” დახოცილთა რიცხვმა ასს გადააჭარბა, ხოლო დაჭრილების - ათასს, აშკარა გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიშტლერი სააკაშვილია, რომელიც  უახლოეს ხანებში დაბრუნდება საქართველოში და აქ “ევრომაიდან 2”-ს მოაწყობს! იმის მაგივრად, რომ ფაშიზმი და ფაშისტები დაეგმოთ, როგორც ისრაელელებმა, საქართველოს ხელისუფლებამ - პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის და უმცირესობის პარლამენტარებმა - ე.წ. უკრაინის ოპოზიციას სოლიდარობა გამოუცხადეს და უკრაინის კანონიერი ხელისუფლება დაგმეს!

როგორც ყოველთვის, ამ პროპაგანდას სათავეში ედგა სააკაშვილის მოიერიშე დივერსიული ტელევიზია “რუსთავი 2”, რომელმაც გუშინ სიხარულით დაუთმო თავისი ეთერი “პლასტელინის” პრეზიდენტ მარგველაშვილს, ჩვეულებისამებრ, რაღაც გაუგებარს რომ ლუღლუღებდა, რათა მგზნებარე ექს-ბელად სააკაშვილთან შედარებით მისი არაფრისმაქნისობა ეჩვენებინა! და აგრეთვე დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობიდან, ცნობილ უღმერთო კორძახიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბინძური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს: უძრავი თვალებით კამერას მიშტერებულმა კორძახიამ, როგორც უმცირესობიდან მისმა მეგობარმა  ჩიორა თაქთაქიშვილმა ასწავლა, მომხდარი წარმოგვიდგინა არა როგორც ბრძოლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ როგორც პუტინის რუსეთის რძოლა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ...

ამას შეიძლება დავუმატოთ სამარცხვინო პერფორმანსი ანთებული სანთლებით  თბილისში უკრაინის საელჩოსთან “დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ცოცხალი უკრაინელი გმირების მხარდასაჭერად”, რომელიც გუშინ ცნობილი პოლიტიკური მეძავების ჯგუფმა მოაწყო, საკუთარ თავს ქართველ ჟურნალისტებს რომ უწოდებენ, აგრეთვე, მათივე ინტერვიუ უდრეკ ქართველ ბოევიკებთან კიევიდან, რომელთაგან ზოგი უკვე დაიღუპა და დაიჭრა.

მაშ ვინ შეიძლება ხელი შეუშალოს სააკაშვილს, რომ საქართველოში დაბრუნდეს, აქ სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყოს და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება? ვინ დაუდგება გვერდში პრემიერ ღარიბაშვილს ვიცე-პრემიერი კალაძის და შს მინისტრ ჭიკაიძის გარდა? არ ვიცი, სამაგიეროდ ვიცი, ვინ დადგება “ნაცმოძრაობის” გვერდით და მის ლიდერ სააკაშვილს დაუჭერს მხარს:

- ეს არის დაშლილი კოალიცია “ქართული ოცნების” ყველა პარტია (პარტია “ქართული ოცნების” გარდა, რომლის თავმჯდომარე თავად პრემიერი ღარიბაშვილია), განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტია მისი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის მეთაურობით და პარტია “ჩვენი საქართველო - თავიუფალი დემოკრატები” მისი ლიდერის - თავდაცვის მინისტრ ალასანიას მეთაურობით;

- ეს არის პარლამენტის  ბევრი დეპუტატი - მთელი უმცირესობა და მათთან მიკედლებული უმრავლესობიდან წამოსულები, რომლებიც ვირთხებივით გარბიან ჩაძირული გემიდან (მაგალითად, როგორც გუშინ გაიქცა “მწვანე ვირთხა” გაჩეჩილაძე);

- მრავალრიცხოვანი არასამთავროები, გამყიდველი ქართული ბომონდი და სააკაშვილის მიერ საფუძველშივე ნაყიდი ახალგაზრდობის ნაწილი;

- შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების - თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა უმრავლესობა;

საქართველოს ყველა ტელეკომპანია, რუსთავი 2-ისა და „კავკასიის“ მეთაურობით (გარდა მედიაკავშირი „ობიექტივისა“);

- განაწყენებული და მოტყუებული საქართველოს მოსახლეობა, რომლის წყალობითაც გაიმარჯვა ივანიშვილმა და რომელიც თავის საპრეზიდენტო კამპანიაში გამოიყენა მარგველაშვილმა, შემდეგ კი „გადააგდო“;

- და ბოლოს, თავად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც „ნაცმოძრაობასთან“ სრული ჰარმონია აქვს შეხედულებებში, რაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა.

საქინფორმის რედაქცია

1-miStler-pol-1-qvem