პოლიტიკა
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელისფლებაში აუცილებლად დაბრუნდებიან. ამის შესახებ მან გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ფორმით ჩაერთვება პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაქრაძემ უპასუხა:
"პრეზიდენტი რომ არ იქნება, ეს ფაქტია. მიხეილ სააკაშვილი, როგორც მინიმუმ, იქნება ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და იბრძოლებს, როგორც პოლიტიკოსი. ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, რას და როგორ გააკეთებს. თუმცა, ერთ რამეში მეც დარწმუნებული ვარ - ადრე თუ გვიან, ხელისუფლების ცვლილება მოხდება საქართველოში. თუ ჩვენ ვიქნებით ნორმალური და ადეკვატური პარტია, რა თქმა უნდა, დღეს ბევრად უფრო მაღალი შანსი გვაქვს, ხელისუფლებაში მოვბრუნდეთ, ვიდრე სხვა პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში. ვერ გეტყვით დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება".