რელიგია
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, პატრიარქის ნათლული კიდევ 400-მდე ბავშვი გახდება. ჩვილთა მე-14 საყოველთაო ნათლობა 21 ნოემბერს მთავარანგელოზობის დღესასწაულზე გაიმართება.
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ჩვილებს თავად დალოცავს.
დღეისათვის ფონდ "ლაზარეში" მსურველთა 360 განცხადებაა.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქს ამჟამად 6 700–ზე მეტი ნათლული ჰყავს. უწმინდესის ინიციატივით, პატრიარქის ნათლულები ის ბავშვები იქნებიან, რომლებიც ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ტრადიციას საფუძველი 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაეყარა.