საზოგადოება
ქართული ენის ექსპანსია

dedaena-1ლეიბორისტული პარტია მიხეილ სააკაშვილსა და დიმიტრი შაშკინს ქართული ენის ექსპანსიაში ადანაშაულებს. როგორც ლეიბორისტების წევრმა კახა ძაგანიამ დღეს საქინფორმთან საუბარში აღნიშნა, ისინი არ აპირებენ, შეეგუონ სახელისუფლო კლანების მიერ ქართული ენის იგნორირებასა და ამერიკულ წესზე გადასვლას.

,,სახელმწიფო ბიუჯეტში შარშან გათვალისწინებული იყო უცხოეთში არსებულ სკოლებზე 150 ათასი ლარის წიგნებისა და ინვენტარის მიწოდება, წელს ეს ციფრი ნულის ტოლია. ასევე, 4 მილიონი იყო გამოყოფილი ახალგორის რაიონში არსებული სკოლებისთვის, რომელშიც შედიოდა პედაგოგთა სახელფასო დავალიანებაც, ეს ციფრი განახევრებულია. ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული პედაგოგთათვის, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ქართულს ასწავლიან, ესეც განახევრებულია. სამაგიეროდ, 10 მილიონია გამოყოფილი ინგლისელი პედაგოგებისთვის საქართველოში,’’ - განუმარტა საქინფორმს ძაგანიამ. ლეიბორისტები ქართული ენის ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვენ, რაც 2011 წლის ფედერალური ბიჯეტის პროექტში უნდა იასახოს, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მასობრივი გამოსვლებითა და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.