სამართალი
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი.
კახა კახიშვილი: არსებული თვითმმართველობის კანონით, რომელიც 12 ქალაქში მერების პირდაპირი წესით არჩევას და 60 გამგებლის არჩევას გულისხმობს, არცერთ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას არ აქვს არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ დამოუკიდებლად სათანადო კონკურენცია გაუწიოს. რეალურია პერსპექტივა, რომ ყველა რაიონში პირველ ადგილს დაიკავებს მმართველი კოალიცია, მეორეს კი „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მხოლოდ ამ ორ პარტიას გააჩნია ყველა სათანადო რესურსი.