სამართალი
„თავისუფალი საქართველო“: „ქართული ოცნება“ ადასტურებს, რომ თბილისის ბიუჯეტის არცერთი ვარიანტი არ დამტკიცდება

taivsufali-sakartveloსაქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ თბილისის მთავრობა გადადგება.

„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მისი მიზანია საკრებულოს დათხოვნა და თბილისში წინასაარჩევნოდ პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება. ამის შესაძლებლობას ხელისუფლებას „პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტი აძლევს, რომლის მიხედვითაც: საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს, თუ საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან სამ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“.

ამის შემდეგ, „ქართული ოცნება“ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნას და ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში სრული პოლიტიკური მონოპოლიის დამყარებას გეგმავს.