აქტუალური
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ლუცკში ვოლინის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრ ბაშკალენკო ადგილობრივი მაიდნის სცენას ბორკილებით მიაბეს.
მისგან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას მოითხოვენ. ეს მოთხოვნები ჯერ კიდევ მილიციის საოლქო სამმართველოს შენობასთან დაიწყო, რომელიც უკვე ბრბომ დაიკავა. ბაშკალენკო ხალხთან შს საოლქო სამმართველოს უფროს ალექსანდრ ტერეშჩუკთან ერთად გამოვიდა.მრავალათასიანმა ბრბომ დაიწყო სკანდირება “მუხლებზე!” და “ბაშკალენკო - იზოლატორში!”. გააფთრებულმა ხალხმა ის მუხლებზე დააჩოქა, რა დროსაც ბაშკალენკომ სახე დაიზიანა (ვიდეო იხ. აქ).
ბაშკალენკომ განცხადების დაწერაზე უარი თქვა და ის ევრომაიდნის სცენაზე აიყვანეს, რათა იქ, ისევ მუხლებზე დაჩოქილს, საჯაროდ ეთხოვა ხალხისთვის პატიება. საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სცენაზე ბორკილებით მიაბეს და გასართობად დროდადრო წყალს ასხამენ.
ამჟამად ექსტრემისტების ნაწილი მასთან სახლში წავიდა, რათა მისი ოჯახი მაიდანზე მოიყვანონ და ბაშკალენკოს განცხადების დაწერა აიძულონ. როგორც ცნობილია, ის, აგრეთვე, ვოლინზე რეგიონების პარტიის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელიც არის.