აქტუალური
კიევში შეტაკებებს 28 ადამიანი ემსხვერპლა

1-stolknovenia-akt-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. კიევის ცენტრში რადიკალებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებების დაწყებიდან დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ დღეს უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებგვერდი იუწყება.

“შეტაკებების დაწყებიდან გარდაიცვალა 28 ადამიანი”, - აღნიშნულია ცნობაში. ადრე 26 დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ.

კიევში არეულობების შემდეგ მედიკოსებს 445 დაზარალებულმა მიმართა.

“2014 წლის 18 თებერვლის 10:00-დან 2014 წლის 20 თებერვლის დილის 6 საათის მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და ქალაქ კიევის ჯანდაცვის დაწესებულებებს სამედიცინო დახმარებისთვის დედაქალაქის ცენტრში არეულობების დროს დაზარალებულმა 445-მა ადამიანმა მიმართა, 287 მათგანი ჰოსპიტალიზებულია”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ცნობაში.

ჰოსპიტალიზებულთა შორის სამართალდამცავი ორგანოების 88 მუშაკი, 6 ჟურნალისტი, ოთხი ბავშვი და ორი უცხოელია. ადრე იუწყებოდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი რუსეთიდან არის.