პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოს სახელმწიფო დროშა ნარკომანმა სააკაშვილმა ჯვაროსნებისგან მოიპარა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი - 1943 წლის ქართული საბჭოთა ფილმიდან!

1-gosflag-pol-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის 9 წლის მანძილზე ქართული საზოგადოება უკვე მიეჩვია იმ აზრს, რომ საქართველოს პრეზიდენტი - ნარკომანი, შეშლილი და საკუთარი მოქალაქეების მკვლელია, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშა ხუთი მეწამული ჯვრით, რომელიც სააკაშვილმა ნარკოტიკული თრობის ქვეშ აირჩია, ჯვაროსნების ჯვრის ზუსტი ასლია.

ცნობისათვის: წითელი ფერის მოდიფიცირებული ჯვარი სასულიერო და სამხედრო-ბერული ორდენების სიმბოლოა, კერძოდ, სოლომონის ტაძრის ორდენის (ტამპლიერების). ჯვაროსნების ჯვარი (ანუ იერუსალიმის ჯვარი) ხშირად გამოიყენება საკურთხეველზე გადასაფარებლებზე. დიდი ჯვარი - ქრისტეს სიმბოლოა, ოთხი პატარა ჯვარი - ოთხი მოციქულის, ოთხი სახარების ავტორების სიმბოლო. ერთ სიმბოლოში გაერთიანებული ხუთი ჯვარი, აგრეთვე, შესაძლოა ქრისტეს ჭრილობების სიმბოლო იყოს, რომლებიც მას ჯვარცმის დროს მიაყენეს.

და აი, დღეს ქართული საზოგადოება ახალმა სკანდალმა შეძრა: როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ''ჩემი ხატია სამშობლო', რომლის ავტორებად ჩვენი თანამედროვეები ითვლებიან - პოეტი დავით მაღრაძე (ტექსტი) და კომპოზიტორი იოებ კეჭაყმაძე (მუსიკა), და რომელიც სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა თანამედროვეობის გამოჩენილი თაღლითის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა არჩევნების გამყალბებელი ხათუნა გოგორიშვილის თავმჯდომარეობით, ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწერა!

ზონანიუსმაგამოაქვეყნა ფრაგმენტი ქართული ფილმიდან ჯურხაის ფარი“ (იხილეთ აქ), რომელიც საპატრიარქოს ტელევიზიაერთსულოვნებისეთერში გავიდა და სადაც გამოყენებული არია ფალიაშვილის ოპერიდან სიტყვებით და მელოდიი საქართველოს დღევანდელ სახელმწიფო ჰიმნ ემთხვევა!

ფილმი „ჯურხაის ფარი“ საქართველოში საბჭოთა დროს - 1943 წელს გადაიღო რეჟისორმა დავით რონდელმა გიორგი ლეონიძის სცენარით. ფილმში გამოყენებულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა.