პოლიტიკა
,,ქრისტიან-დემოკრატები’’ 2011 წლის ბიუჯეტში პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების შემცირებას აპროტესტებენ

profsaswavlebeli2როგორც პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, განათლების სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტში პროფესიული სასწავლებლების დაფინანსება 3 მილიონით მცირდება, რაც აღნიშნული უამრავი პროფესიული დარგის სპეციალისტის უმუშევრობას გამოიწვევს.

მისი თქმით, პროფესიული სასწავლებლების დაფინანსების შემცირება მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან პროფესიული სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს. ,,პრეზიდენტი ერთს ამბობს, მთავრობა მეორეს აკეთებს, ამის შედეგად კი პროფესიული სასწავლებლები არ უნდა დაიხუროს’’, – განაცხადა ახვლედიანმა. დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროკავშირმა 19 მილიონი გამოყო პროფესიული სასწავლებლებისთვის, ქვეყანას ამ ეტაპზე 6 მილიონი აქვს მიღებული, მაგრამ, თუ სასწავლებლები გაუქმდება, ევროკავშირის წინაშე ვალდებულებაც ვერ შესრულდება.