აქტუალური
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ხელები სისხლში აქვს გასვრილი, - ამ განცხადებით ბილდტი Twitter-ის მეშვეობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
„უნდა ვთქვათ პირდაპირ: პასუხისმგებლობა კიევში გარდაცვლილებზე აკისრია იანუკოვიჩს. მას ხელები სისხლში აქვს გასვრილი“, - აცხადებს ბილდტი.
ბოლო მონაცემებით, კიევში სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 241 დაშავდა.