სამართალი
გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შუადღეს შევიდა, რაზეც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს. ჯანმრთელობის გაუარესების და რეგიონში დიდთოვლობის გამო ავადმყოფის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა საგზაო ტრანსპორტით ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სამაშველო ოპერაციაში საავიაციო ძალები ჩაერთნენ.
მაშველებმა ავადმყოფი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენით ჩამოიყვანეს, სადაც მას კატასტროფის ბრიგადა დახვდა და მძიმე ონკოლოგიური პაციენტის ჰოსპიტალიზება დაუყოვნებლივ მოახდინეს. ამ დროისთვის ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.