უსუფაშვილი თაღლითობს, რადგან ამგვარი რამ თეორიულად შეუძლებელია. უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 95.31% გადანაწილდა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ასევე სხვა კვალიფიციურმა პარტიებმა დააგროვეს 2%–ზე მეტი. ამდენად, ხელისუფლება გვთავაზობს არაკვალიფიციურ პარტიებს („თავისუფალი საქართველო“, „ედპ“, ლეიბორისტული პარტია) ერთ ბლოკად გაერთიანებას და ამ შემთხვევაშიც ჯამში ხმების რაოდენობა გამოდის 1.65%.
ეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის, უპირველესად კი ევროპელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევის მცდელობას და ისეთი ფონის შექმნას, თითქოს მმართველი გუნდი ზრუნავს პროცესის გაჯანსაღებაზე. რეალურად, თუ ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს, თავი დაანებოს თვალთმაქცურ ინიციატივებს და განახორციელოს ის ცვლილებები, რომლებიც თავად აქვს შემუშავებული „რვიანის“ ფორმატში.
საარჩევნო რეფორმა ქვეყანაში ჩავარდა და საჭიროა „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ადეკვატური შეფასება მიეცეს.